ავტორი:

"სტეფანემ ჩოხოსნები მოიყვანა და ტაძარი სავაჭრო ობიექტად გადააქცია“ - დაპირისპირება მარტვილის წაჩხურის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში

"სტეფანემ ჩოხოსნები მოიყვანა და ტაძარი სავაჭრო ობიექტად გადააქცია“ - დაპირისპირება მარტვილის წაჩხურის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში

მარტვილის წაჩხურის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სავარაუდოდ, მრევლის მიერ გადაღებული დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც კადრებიდან ირკვევა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯაშვილი და ჩოხოსნები მივიდნენ.

„სტეფანემ ჩოხოსნები მოიყვანა და ტაძარი სავაჭრო ობიექტად გადააქცია“,- აღნიშნავს მრევლი ვიდეოში, რომელსაც „მთავარი არხი“ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.