ავტორი:

ქაილი მინოუგი 50 წელს გადაცილებულ ცნობილ სახეებს შორის ყველაზე სექსუალურად აღიარეს

ქაილი მინოუგი 50 წელს გადაცილებულ ცნობილ სახეებს შორის ყველაზე სექსუალურად აღიარეს

53 წლის ავსტრალიელი მომღერალი, ქაილი მინოუგი 50 წელს გადაცილებულ ცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავად დაასახელეს და მან ჩამოიტოვა ისეთი ცნობილი ადამიანები როგორებიც არიან, ლიზ ჰარლი, ჯენიფერ ანისტონი და სხვები.

  • 50 წელს გადაცილებული ყველაზე სექსუალური ვარსკვლავის გამოსავლენად კვლევა ბრიტანეთში ჩატარდა და გამოკითხულთა უმეტესობამ ასეთად სწორედ ქაილი მინოუგი მიიჩნია. გამოკითხვა გაცნობის სააგენტო Ourtime-მა ჩაატარა. კვლევაში ჩართული იყო 1500 ბრიტანელი გამოჰკითხეს, რომლებიც თავადაც 50 წელს არიან გადაცილებულები.

გამოკითხვა ასევე შეეხებოდა ისეთ ცნობილ სახეებს, რომელთაც თავიანთი მიმზიდველობა შუახნის ასაკშიც შენარჩუნებული აქვთ. აქ ტოპ 10-ეულში 60 წლის ჯორჯ ქლუნი და 58 წლის ბრედ პიტი მოხვდნენ.

გამოკითხულთა მესამედი თვლის, რომ მათი საყვარელი ვარსკვლავები შუახნის ასაკში ბევრად უფრო მიმზიდველები არიან, ვიდრე ახალგაზრდობაში იყვნენ.

იმ ვარსკვლავების ტოპ ათეულში კი, რომლებთან ერთადაც პაემანზე წავიდოდნენ, მოხვდნენ ჰიუ ჯეკმანი (53წ.), ჰელენ მირენი (76წ.) და ჯენიფერ ლოპეზი (51წ.).

1500 ბრიტანელიდან დაახლოებით ნახევარმა თქვა, რომ ისინი, 50 წელს გადაცილებულები ბევრად უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს, ვიდრე 20-30 წლის ასაკში.

მეორე ადგილზე 56 წლის ელიზაბეტ ჰარლია

53 წლის ჯენიფერ ენისტონი მესამე ადგილს იკავებს

54 წლის ნიკოლ კიდმანი მეხუთე ადგილზეა

ბრედ პიტმა, რომელიც 58 წლისაა, მეექვსე ადგილი დაიკავა

54 წლის ჯულია რობერტსს მერვე ადგილი არგუნეს

ჰიუ ჯეკმანი, რომელიც 53 წლისაა, მეცხრე ადგილზეა

წყარო: Mirror

მოამზადა: ანა სიბოშვილმა