ავტორი:

"ჩვენ გამოვთვალეთ თანხების სავარაუდო ოდენობა რომელიც ურდომ დახარჯა მარიუპოლში ომის საწარმოებლად" - "აზოვის" პოლკი

"ჩვენ გამოვთვალეთ თანხების სავარაუდო ოდენობა რომელიც ურდომ დახარჯა მარიუპოლში ომის საწარმოებლად" - "აზოვის" პოლკი

"მარიუპოლში - ერთი დღე ერთ წელს უდრის", - ამის შესახებ "აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

"გვესმის: მოითმინე. მხოლოდ ერთი კითხვა - კიდევ რამდენი? ჩვენ გამოვთვალეთ თანხების სავარაუდო ოდენობა ფულადი თვალსაზრისით, რომელიც ურდომ დახარჯა არა საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების, უნივერსიტეტების მშენებლობაზე ან პენსიონერებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად, არამედ დახარჯა მარიუპოლში ომის საწარმოებლად. ეს კოლოსალური რიცხვებია“, - დასძინა პალამარმა.

მისი თქმით, საუბარია 1 მილიარდ 111 მილიონ დოლარზე მეტზე, საწვავის, აღჭურვილობის, საკვების და ა.შ. ხარჯების გამოკლებით.

"არ გჯეროდეთ ჩვენი სტატისტიკის - ჰკითხეთ რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას“,- აღნიშნა სვიატოსლავ პალამარმა.

მან სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მარიუპოლის ევაკუაციის ან განბლოკვის მიზნით გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

"დღეს მე ვიტყვი უკრაინა - ეს არის მარიუპოლი", - განაცხადა "აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ.