ავტორი:

"იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ" - მეუფე სტეფანე ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაზე

"იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ" - მეუფე სტეფანე ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაზე

იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განაცხადა.

მეუფე სტეფანემ მარტვილის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი წირვის შემდეგ გააკეთა. მისი განმარტებით, განკვეთილი სასულიერო პირები არ არსებობენ და ისინი არიან სამოქალაქო პირები. მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი თვითონ განუდგნენ ეკლესიას.

"განკვეთილი სასულიერო პირი არ არსებობს. არიან განკვეთილები, რომლებსაც ჰქვია ტარიელი, ბათა და ა.შ. ყვიროდნენ და იყვირონ კიდევ. პროტესტი თქვენთვის სასიხარულოა? ეკლესიას რომ განუდგება ადამიანი, პატრიარქს რომ განუდგება, ქრისტიანული ეკლესიის წიაღში რომ გაჩერება აღარ შეუძლია, რაღაცებს იგონებს და პერფორმანსებს ატარებს, თქვენ ეს გიხარიათ? მე რისი უფლება უნდა მიმეცა?

იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით",- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, ტაძარში მისულ მეუფე სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები პროტესტით დახვდნენ. მას იუდა უწოდეს და ხურდები შეაყარეს.