ავტორი:

მოულოდნელობა სცენაზე - რა კონვერტი გადასცეს სიტყვით გამოსვლისას ოლივია უაილდს ყოფილი ქმრისგან

მოულოდნელობა სცენაზე - რა კონვერტი გადასცეს სიტყვით გამოსვლისას ოლივია უაილდს ყოფილი ქმრისგან

მსახიობ ოლივია უაილდს, რომელიც ლას ვეგასში CinemaCon-ზე სიტყვით გამოდიოდა, სცენაზე მოულოდნელად დოკუმენტები გადასცეს. ის თავის ახალ ფილმზე - "Don’t worry darling”-ზე საუბრობდა, როდესაც სცენაზე უცნობი პირი ავიდა და კონვერტი მიაწოდა.

კონვერტი ყოფილი საქმროსგან იყო გაგზავნილი და მასში ბავშვების მეურვეობის საბუთები იდო.

კონვერტზე იყო წარწერა: "პირადი და კონფიდენციალური“.

მოულოდნელობისგან განცვიფრებულმა მსახიობმა სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ კონვერტში მისი პრეზენტაციისთვის წინასწარ გამზადებული ტექსტი იყო, მაგრამ მეურვეობის საბუთები აღმოჩნდა. სანამ პრეზენტაციას გააგრძელებდა, მან გაოცებულმა იკითხა - "ჩემთვისაა ეს?“.

ოლივია უაილდი და ჯეისონ სუდეიკისი

ოლივია უაილდი და მსახიობი ჯეისონ სუდეიკისი დანიშნულები იყვნენ და ორი საერთო შვილი ჰყავთ: ოტისი და დეიზი. ისინი 2020 წელს გაშორდნენ ერთმანეთს. ოლივია ამჟამად მუსიკოს ჰარი სტაილსს ხვდება.

ოლივია უაილდი და ჰარი სტაილსი

წყარო, რომელიც სუდეიკისთან დაახლოებული პირია, Variety-სთან საუბრობს, რომ სუდეიკისმა არ იცოდა, საბუთებს კონფერენციაზე თუ გადასცემდნენ ოლივიას: "ბატონმა სუდეიკისმა არ იცოდა, თუ ოლივიას საბუთებს პირდაპირ სცენაზე გადასცემდნენ და ეს მთლიანად მომსახურე კომპანიის პასუხისმგებლობაა."

ოლივია უაილდის და ჯეისონ სუდეიკისის შვილები

ოფიციალურ პირებს არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მოახერხა იმ ადამიანმა ღონისძიებაზე შესვლა, ვისაც მსახიობისთვის კონვერტის გადაცემა ევალებოდა.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა