ავტორი:

"ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედოდ ყოფნა" - ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდ დოლარს სთხოვს

"ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედოდ ყოფნა" - ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდ დოლარს სთხოვს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას კონგრესს "მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში" 33 მილიარდი აშშ დოლარი (27 მილიარდი ფუნტი) უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარების აღმოსაჩენად სთხოვა.

პაკეტი მოიცავს 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას, 8 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ დახმარებას და 3 მილიარდ დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

მისი თქმით, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დამატებით 33 მილიარდი დოლარის (27 მილიარდი ფუნტი) დაფინანსების დამტკიცება კონგრესის მიერ.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა "არ არის იაფი", მაგრამ აშშ არ შეუძლია "უმოქმედოდ ყოფნა“.

პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში გაგზავნა 50 მილიონზე მეტი ღირებულების ამუნიცია და ასევე უზრუნველყო 10 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინაში მდებარე თითოეული რუსული ტანკისთვის.

მისი თქმით, თეთრმა სახლმა თითქმის ამოწურა უფლებამოსილება, რომელიც კონგრესმა უკრაინას გასულ თვეში მისცა.

"ჩვენ არ გვაქვს ფული - ამიტომ დღეს, უკრაინის შესანარჩუნებლად, კონგრესს ვუგზავნი დამატებით საბიუჯეტო მოთხოვნას, რათა შევინარჩუნოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინაში და გავაგრძელოთ ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება", - განაცხადადა ბაიდენმა.

მისი ცნობით, ”ეს დაფინანსება უახლოეს კრიტიკულ თვეებში სამხედრო საჭიროებებს ითვალისწინებს და რუსული აგრესიის შესაჩერებლად უსაფრთხოების გრძელვადიან შეკავებაზე ტრანზიციას გულისხმობს”