ავტორი:

პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი ძვირდება - ნახეთ, რა დაგიჯდებათ 1-ლი მაისიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურება?

პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი ძვირდება - ნახეთ, რა დაგიჯდებათ 1-ლი მაისიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურება?

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გაწეული მომსახურებისთვის დაწესებულ საფასურების ოდენობებს ცვლის. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის მიღებისთვის საფასური შემდეგი ოდენობით განისაზღვრა: -

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 150 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;

იმავე დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი.

მომსახურების ვადები და საფასურების განაკვეთები საქართველოს მოქალაქის 1 წლის ვადით მოქმედი 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან: -

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის − მომსახურების საფასური − 65 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი;

იმავე დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 140 ლარი.

საქართველოს მოქალაქის 1 წლის ვადით მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან: -

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 130 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი;

იმავე დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 140 ლარი.

მომსახურების ვადები და საფასურების განაკვეთები საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 140 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 140 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 230 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 230 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 70 ლარი.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის - მომსახურების საფასურის განაკვეთი − 45 ლარია.

ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადებისათვის − მომსახურების საფასური − 50 ლარი იქნება.

მომსახურების შემდეგი საფასური მოქმედებს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან: 0

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 60 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 60 ლარი.

იმავე დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის − მომსახურების საფასური 60 ლარია.

გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობების გაცემისათვის - მომსახურების საფასური 60 ლარი იქნება.

ცვლილებები შეეხება სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისთან და სხვა მთელ რიგ სერვისებთან დაკავშირებულ საფასურებს.