თბილისის ცენტრში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს. ინფორმაციას პატარა ნიკოლოზის დედა სოციალურ ქსლეში ავრცელებს.
როგორც ის წერს, ბავშვს მეტროში მიაგნეს.
"ვიპოვეთ! დიდება უფალს! მადლობა ადამიანებო! მიდიოდა ერევანში - მეტროში სამაკატკით ჩავიდა" - წერს მარიამ მონიავა.
ცნობისთვის, პატარა ნიკოლოზის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ვიდეოლაივით მისმა დედამ გაავრცელა. არასრულწლოვანს პლეხანოვის ტერიტორიაზე ეძებდნენ.
"მეგობრებო, ახლა პლეხანოვზე ვარ. ჩემი შვილი, რომელიც აუტისტია, გავიდა სახლიდან და ვერ ვპოულობთ. გეხვეწებით, ვინც ახლა პლეხანოვზე ხართ, იქნებ გამოხვიდეთ და დამეხმაროთ ძებნაში" - ამბობდა დედა ვიდეომიმართვაში.