ავტორი:

"გაერო-ს გენმდივნის ვიზიტის დროს, რუსეთის სარაკეტო დარტყმა კიევში, პუტინის მიერ შუა თითის ჩვენება იყო" - კლიჩკო

"გაერო-ს გენმდივნის ვიზიტის დროს, რუსეთის სარაკეტო დარტყმა კიევში, პუტინის მიერ შუა თითის ჩვენება იყო" - კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსეთის სარაკეტო დარტყმა კიევში, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტის დროს, პუტინის მიერ შუა თითის ჩვენება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.კლიჩკოს თქმით, პუტინის სამიზნე არა საცხოვრებელი სახლები, არამედ ადამიანთა სიცოცხლეა.

"ეს ე.წ. მისალმებაა მისთვის, პუტინმა ამ დროს შუა თითი აჩვენა. პუტინის სამიზნე სახლები კი არა, ხალხის სიცოცხლეა", - განაცხადა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, 28 აპრილს, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.