ავტორი:

"ვერც ერთი 3 - ტონიანი ბომბი ვერ გაგვტეხს..." - რას ჰყვება "აზოვის" პოლკის 19 წლის მებრძოლი, რომელმაც საბრძოლო მოქმედების დროს კიდური დაკარგა

"ვერც ერთი 3 - ტონიანი ბომბი ვერ გაგვტეხს..." - რას ჰყვება "აზოვის" პოლკის 19 წლის მებრძოლი, რომელმაც საბრძოლო მოქმედების დროს კიდური დაკარგა

რუსეთის ფედერაცია არის დიდი მატლი, რომელიც უნდა მოისპოს, - ამის შესახებ "აზოვის“ პოლკის ერთ-ერთი წევრმა, ანატოლი ლეონენკომ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, "აზოვსტალში" მყოფ მებრძოლებს ვერც ერთი 3- ტონიანი ბომბიც ვერ გატეხს.

"ჯერ კიდევ 2014 წელს უკვე ყველამ იცოდა, რომ რუსეთი შემოიჭრებოდა. თუკი გადავხედავთ ისტორიას, როგორ იჭრებოდა რუსეთი სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ჯერ პროვოკაციებს აწყობდა. გავიხსენოთ საქართველოს მაგალითი. ამბობდნენ, საქართველო საკუთარ თავს დაესხა და ახლაც უკრაინა თავად დაესხა თავსო. ასეთი შეთხზული ამბებია. რუსეთის ფედერაცია არის დიდი მატლი, რომელიც უნდა მოისპოს“, - განაცხადა ლეონენკომ.

მან აღნიშნა, რომ "აზოვის“ პოლკის თითოეული მებრძოლი ბოლომდე იბრძოლებს.

"სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. "აზოვის" არც ერთი მეომარი იარაღს არ დაყრის“, - განაცხადა ლეონენკომ.

როგორც მან აღნიშნა, მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი უნდა შეიქმნას.

"აზოვის“ მებრძოლის თქმით, ის 19 წლისაა, მან საბრძოლო მოქმედების დროს კიდური დაკარგა, თუმცა, სულიერად მაინც არ გატყდა.

"მთელ საქართველოს მივესალმები. მოხარული ვარ, რომ ასეთი დიდი და ლამაზი ქვეყანა ჩემს სამშობლოს ეხმარება და მხარს უჭერს. გულგატეხილი არ ვარ, რადგან "აზოვი" განაგრძობს ბრძოლას, მეც არ გავტყდები და ვიბრძოლებ“, - განაცხადა უკრაინელმა მებრძოლმა.

მისი თქმით, უკრაინელები იმიტომ არ ტყდებიან სულიერად, რომ ერთად არიან.

ნახეთ ვიდეო: