ავტორი:

ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი, სოხუმელი ექსმეუღლე, შვილი და აკადემიური დრესკოდი - როგორია მინისტრ თეა ახვლედიანის აპოლიტიკური ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია?

ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი, სოხუმელი ექსმეუღლე, შვილი და აკადემიური დრესკოდი - როგორია მინისტრ თეა ახვლედიანის აპოლიტიკური ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია?

გიორგი გახარია თეა ახვლედიანი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ჯერ კიდევ პრემიერობის დროს 2020 წელს წარადგინა. ახვლედიანი მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, თუმცა შთამბეჭდავი ბიოგრაფიით.

2014 წლიდან ქალი ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.

თეა ახვლედიანის კარიერული გზა 1997 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს საგარეო უწყებაში დაიწყო მუშაობა. ახვლედიანი ორჯერ ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტს (2004 წელს და 2008-2014 წლებში); ხოლო 2004-2008 წლებში იკავებდა ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს მისიის მრჩევლის თანამდებობას.

თეა ახვლედიანი, მუშაობდა ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის მიზნით, სავიზო დიალოგის წარმოებაზე; ასევე, აღმასრულებელი მდივნის სტატუსით ახორციელებდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესს.

თეა ახვლედიანი პროფესიით დიპლომატი - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგით. ქალმა განათლება საერთაშორისო პოლიტიკის დარგში სამაგისტრო პროგრამაზე ბრიუსელში (Summum cum Laude) - (European Centre for International and Strategic Research (CERIS), Master of Arts in International Politics მიიღო. მანამდე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით სწავლობდა.

მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2022 წლის იანვარში შეავსო ძალიან მწირია. დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ თეა ახვლედიანმა 2016 წელს თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე 60 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი 40 ათას დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსების დროს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე მინისტრს 11,43 ლარი ჰქონდა. გასულ წელს კი სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ხელფასის სახით 60 000 ლარი მიიღო.

თეა ახვლედიანი ბინას 500 დოლარად აქირავებს, საიდანაც ერთი წლის მანძილზე შემოსავალი 3000 დოლარი მიიღო.

თეა ახვლედიანს დეკლარაციაში ოჯახის წევრები არ ჰყავს მითითებული, თუმცა წლების წინ შევსებულ დეკლარაციას თუ გადავავლებთ თვალს აღმოვაჩენთ, რომ მინისტრი ჯერ კიდევ 2000 წელს მშობლებთან, ერთადერთ შვილთან და დასთან ერთად ცხოვრობდა.

ჩვენი ინფორმაციით, თეა ახვლედიანს ჰყავს ერთი ვაჟი არჩილ ახვლედიანი-ნემსაძე. როგორც წყარო გვიყვება მინისტრი დაოჯახებული იყო წარმოშობით სოხუმელ ირაკლი ნემსაძეზე.

მინისტრის ვაჟი

ახვლედიანის მამამთილი შუქრი ნემსაძე სოხუმში ცნობილი პიროვნება იყო. არჩილ ახვლედიანი ნემსაძე 1992 წელს თბილისში დაიბადა. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს და მას შემდეგ მინისტრს ოჯახი აღარ შეუქმნია.

მინისტრი ახვლედიანი გამოირჩევა აკადემიური ჩაცმის სტილით, თუმცა მისი გარდერობი საკმაოდ მრავალფეროვანია. მუდმივად ატარებს ერთი და იგივე ვარცხნილობას და არასოდეს უსაუბრია მედიასთან პირად ცხოვრებაზე.