ავტორი:

ხობში ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა - არის მსხვერპლი

ხობში ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა - არის მსხვერპლი

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, BMW- ს მარკის ჯიპი განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანაში ერთი პირი დაიწვა, მეორე კი მანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება.