ავტორი:

"ოკუპანტებმა "აზოვის" პოლკის ერთ-ერთი მებრძოლის დედას ნაწამები და მოკლული შვილის ფოტო გაუგზავნეს" - ლუდმილა დენისოვა

"ოკუპანტებმა "აზოვის" პოლკის ერთ-ერთი მებრძოლის დედას ნაწამები და მოკლული შვილის ფოტო გაუგზავნეს" - ლუდმილა დენისოვა

19-20 აპრილს მარიუპოლში რუსი სამხედროების ტყვეობაში აღმოჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები სასტიკად აწამეს. ამისშესახებ ინფომაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

მისი ცნობით, ოკუპანტებმა "აზოვის“ პოლკის ერთ-ერთი მებრძოლის დედას ნაწამები და მოკლული შვილის ფოტო გაუგზავნეს.

"ერთ-ერთი მებრძოლი არაადამიანური წამების შემდეგ რაშისტებმა სასტიკად მოკლეს, თავისი ნამოქმედარის დამადასტურებელი ფოტო კი დღეს დილით „აზოვის“ მებრძოლის დედას გაუგზავნეს. გარდაცვლილი მებრძოლის დედის თქმით, მისი შვილი რუსების ალყაში აღმოჩნდა და შემდეგ რუსი პროპაგანდისტების ვიდეოში ფიგურირებდა“,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ტყვეთა წამება და მოკვლა - ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მიღწეულ შეთანხმებას იმ ქაღალდის ფასიც არ აქვს, რომელზეც ისინი დაწერილია.

„ოკუპანტები მიმართავენ მზაკვრულ პროვოკაციებს, არ ერიდებიან მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან დამალვას და ადამიანების ფარად გამოყენებას. ისინი აიძულებენ ხალხს ტყვედ ჩაბარებას, რის შემდეგაც მათ ხოცავენ“, - განაცხადა დენისოვამ.