ავტორი:

"ანჯელინა, იმედი გამიცრუეთ... მობრძანდით ჩვენთან, დონბასში! აქ არის არაყი, ლუდი" - დიმიტრი როგოზინი ანჯელინა ჯოლის ლექსს უძღვნის

"ანჯელინა, იმედი გამიცრუეთ... მობრძანდით ჩვენთან, დონბასში! აქ არის არაყი, ლუდი" - დიმიტრი როგოზინი ანჯელინა ჯოლის ლექსს უძღვნის

Roscosmos-ის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა ლვოვში ჩასულ ჰოლივუდის ვარსკვლავს, ანჯელინა ჯოლის ლექსი მიუძღვნა. როგოზინმა თავისი პოეტური შემოქმედება "ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით წაშალა.

როგოზინის ლექსს რუსული და უკრაინული ონლაინ გამოცემები ავრცელებენ. "როსკოსმოსის" ხელმძღვანელი ანჯელინას მიმართავს და წერს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავით იმედგაცრუებულია.

როგოზინი თავისი ლექსით ანჯელინას ოკუპირებულ დონბასში იწვევს, სადაც მისი თქმით, არის არაყი, ლუდი და კვასი. "როსკოსმოსის" ხელმძღვანელი წერს, რომ აქამდე ლექსი არ დაუწერია, თუმცა ახლა ანჯელინას გამო იმედგაცრუებულია და გადაწყვიტა ამგვარად მიემართა მსახიობისთვის.

"ანჯელინა, აქამდე ლექსი არ დამიწერია, მაგრამ თქვენ, მეგობარო, იმედი გამიცრუეთ, ასე რომ ვწერ... მობრძანდით ჩვენთან, დონბასში! აქ არის არაყი, ლუდი, კვასი, გვაქვს სენდვიჩიც“, - წერს როგოზინი

"ლამაზმანს არ აწყენინებს ჩვენი სასტიკი ჯარისკაცი, ფილმში ჰყავხარ ნანახი და კვლავ რომ გხედავს, ბედნიერია" - ასე ასრულებს თავის ლექსს "როსკოსმოსის" ხელმძღვანელი.

#Roscosmos director Dmitry #Rogozin complained that Angelina #Jolie decided to visit #Lviv instead of #Russian-occupied #Donbas and wrote a poem to her. pic.twitter.com/j0LxBcoopI
— NEXTA (@nexta_tv) May 1, 2022

ცნობისთვის, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩია, უკრაინაში, ლვოვში ჩავიდა, სადაც ომისგან დაზარალებული ადამიანები მოინახულა. ის ბავშვთა სახლსაც ესტუმრა. ესაუბრა დევნილებს და ლვოვის კაფეში ყავაც მიირთვა.

სოციალურ ქსელებში ანჯელინას უკრაინაში ვიზიტის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ მსახიობის ლვოვში ყოფნის დროს საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც ჯოლის თავშესაფარში მოუწია გადასვლა.

ჯოლის უკრაინაში ვიზიტს დღევანდელი რუსეთის ზოფიერთი სახე გამოეხმაურა. მათ შორისაა, თინა კანდელაკიც, რომელმაც "ტელეგრამზე" დაწერა, რომ ანჯელინას დანახვისას "გული ერევა."