ავტორი:

გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა - რას წერს "გარდიანი"

გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა - რას წერს "გარდიანი"

გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა რამდენიმე დღით ადრე, როდესაც მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თუ როგორ მკვეთრად შემცირდა რუსული იმპორტირებული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარება.

გერმანიის მთავრობის ოფიციალური პირის მიერ, ,,ტვიტერში" გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული ნავთობის იმპორტი დაახლოებით 35%-დან 12%-მდე შემცირდა, რუსული გაზის იმპორტი 55%-დან დაახლოებით 35%-მდე შემცირდა, ხოლო რუსული ქვანახშირის იმპორტი 50%-დან დაახლოებით 8%-მდე შემცირდა.