ავტორი:

ხაშურში 64 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს: "ჯერ გაუპატიურება სცადა, შემდეგ კი, ფული და ტელეფონი წაართვა"

ხაშურში 64 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს: "ჯერ გაუპატიურება სცადა, შემდეგ კი, ფული და ტელეფონი წაართვა"

ხაშურში 64 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონალური რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა 64 წლის ქალის ჯერ გაუპატიურება სცადა, შემდეგ კი, ფული და ტელეფონი წაართვა.

“დაკავებულია მამაკაცი, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო გაუპატიურების მცდელობის მუხლით”, – უთხრა შსს-მა "მოზაიკას".

გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლ ქალს ექიმების დახმარება დასჭირდა.