ავტორი:

"რა დაგემართათ, ხალხო, რა ხდება? ნუთუ, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის შვილები და ღვთის მოყვასი ხალხი?" - სააკაშვილის ძმებს პატრიარქთან შეხვედრა სურთ: რა განაცხადეს მათ სამოქმედო გეგმაზე?

"რა დაგემართათ, ხალხო, რა ხდება? ნუთუ, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის შვილები და ღვთის მოყვასი ხალხი?" - სააკაშვილის ძმებს პატრიარქთან შეხვედრა სურთ: რა განაცხადეს მათ სამოქმედო გეგმაზე?

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სამოქმედო გეგმაზე საუბრობს და ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ აქციებს აანონსებს ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ოჯახის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.

სააკაშვილის თაობაზე ხელისუფლების განცხადებების კომენტირებისას დავით სააკაშვილმა განაცხადა:

"რა დაგემართათ, ხალხო, რა ხდება? ნუთუ, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის შვილები და ღვთის მოყვასი ხალხი? ჩვენ დავინახეთ ქილიკი, ღლიცინი დეპრესიასთან, ცილების მიღებასთან და აბსოლუტური ინგორორება ექიმების დასკვნის..."

როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმამ აღნიშნა, აქციების დაწყების კონკრეტულ თარიღს, უახლოეს პერიოდში გაახმოვანებენ.

"გეგმა არის ასეთი: ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში, ვისაუბრებთ ექიმებთან, უნდა ვისაუბროთ საპატრიარქოსთან. გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება პატივი დაგვდოს უწმინდესმა, გამონახოს დრო და შეგვხვდეს, რათა ჩვენ ავუხსნათ მას ჩვენი ძმის, ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა.

გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომელსაც ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება გაგრძელება იმისა, რასაც ახლა დავიწყებთ რეგიონებში. ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გავყვებით ყველა მხარეს და შევხვდებით ხალხს. თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც.

რაც შეეხება აქციის თარიღს, ალბათ ამ კონკრეტულ დღეს, ამ დღეებში წერილობით მოგახსენებთ ან სოციალურ ქსელში გავახმოვანებთ“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. ოჯახი 18.00 საათამდე ელოდებოდა ხელისუფლებისგან პასუხს, მზად არიან თუ არა მკურნალობის მიზნით სააკაშვილის უცხოეთში გასაგზავნად.