ავტორი:

ჰყავს თუ არა ორეულები ვლადიმერ პუტინს - რა უპასუხა 21-ე საუკუნის ფიურერმა ამ თემაზე დასმულ შეკითხვას?

ჰყავს თუ არა ორეულები ვლადიმერ პუტინს - რა უპასუხა 21-ე საუკუნის ფიურერმა ამ თემაზე დასმულ შეკითხვას?
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

1980-იანი წლების ბოლოა, საბჭოთა კავშირში გაგანია “პერესტროიკაა”, მოსკოვში, არბატის ქუჩაზე ადამიანების ჯგუფი რკალად შემორტყმიან . . . ლენინს, სტალინს, პეტრე I და კიდევ სხვა ისტორიულ პერსონაჟს. მაშინ ეს ორეულები ლუკმაპურს გარეგნული მსგავსებით შოულობდნენ. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ეს უცხო ხილი იყო, დღეს კი ბევრი სატელევიზიო შოუ სწორედ “ორეულების ეფექტზეა” აგებული. განსაკუთრებით რუსეთში განვითარდა ეს ბიზნესი. 2000 წლების დასაწყისში ინტერნეტში შეიძლება ამგვარი სარეკლამო განცხადებაც გენახათ: “გსურთ პოლკოვნიკ ძმას დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყოთ? მაშინ შეგიძლიათ ინტერნეტით გამოიწეროთ ცოცხალი პრეზიდენტი პუტინი”. ბუნებრივია ეს პუტინის ორეული იქნებოდა. ამ "ხუმრობისთვის“ დღეს უკვე "პუტინი“ კია არა, ეფ-ეს-ბე მიაკითხავს იუბილარს. თუმცა "პუტინს მიმსგავსებული“ მსახიობები რუსეთის ტელევიზიის კომედიურ არხებზე ხშირად ჩანან და ხელისუფლების მიერ სანქცირებულ ვითომ პაროდიებში, პუტინისა “ნიჭსა” და რუსეთის უძლეველობას უწევენ რეკლამას.

  • ჰყავს თუ არა ორეულები ვლადიმერ პუტინს?

ამ თხუთმეტი წლის წინ პუტინი მოსკოვის ქუჩაში დაცვის გარეშე, რომ გამოსულიყო შეიძლება უცბად ვერც ეცნოთ: ტიპიური რუსი “მუჟიკის” გარეგნობა ჰქონდა. თუმცა ამჟამად ძალზე რთულია დღევანდელ "დაბოტოქსებული“ სახის ნაკვთებიან პიროვნებაში 10–15 წლის წინანდელი პუტინი ამოიცნოთ. ხელოვნურად "გაახალგაზრდავების“ მცდელობებში პუტინი თავის უფროს მეგობარს, მასავით ავანტიურისტ სილვიო ბერლუსკონის ბაძავს. დღეს ნათელი არაა მხოლოდ ბოტოქსის შედეგია პუტინის სახის ცვლილებები, თუ რუსეთის დიქტატორს ორეულები ჰყავს? პუტინის ორეულებზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მისი გარეგნობა და სახე უკანასკნელი წლების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა.

რუსეთში და საზღვარგარეთ იმდენად ბევრი ვერსია გაჩნდა "პუტინის შეცვლის“ შესახებ, რომ "ორეულის ვერსიის“ გასაქარწყლებლად 2020 წლის 27 თებერვალს სპეციალურად ორგანიზებულ ინტერვიუში ჟურნალისტმა პუტინს პირდაპირ შეკითხვა დაუსვა მისი ორეულის არსებობის შესახებ. პუტინის თქმით, მას არ ჰყავს და არც არასდროს ჰყოლია ორეული, თუმცა ასეთი შეთავაზება გაჩნდა "ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე რთულ პერიოდში“, ანუ 2000-იანი წლების დასაწყისშიო. "მაშინ მე უარი ვთქვი ორეულზე", - განაცხადა ინტერვიუს დროს პუტინმა. რუსეთის რეჟიმის პირობებში ვერც ერთი ჟურნალისტი ამ კითხვის დასმას ვერ გაბედავდა დიქტატორთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ასე, რომ პუტინის ორეულების თემის ინიცირება, თავად დიქტატორის მიერ, სწორედ იმ შემთხვევას ჰგავს, როცა "ქურდს ქუდი ეწვის.“ რუსეთის ხელისუფლებას, რომლისთვისაც ტყუილი სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი და როდესაც მათი პრეზიდენტი სიმართლეს ფაქტიურად არ ამბობს, რამე დაეჯერება? რა თქმა უნდა, არა! წაიკითხეთ სრულად

იხილეთ ვიდეო