ავტორი:

უკრაინაში ჩეჩნეთის მეორე ომის დროინდელი სააგიტაციო ბროშურები ჩამოყარეს - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინელი ბლოგერი და რა წერია ბროშურაზე

უკრაინაში ჩეჩნეთის მეორე ომის დროინდელი სააგიტაციო ბროშურები ჩამოყარეს - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინელი ბლოგერი და რა წერია ბროშურაზე

რუსმა სამხედროებმა, ჩერნიგოვის დაბომბვის დროს, სავარაუდოდ, ძველი, ჩეჩნეთის მეორე ომის დროინდელი ჭურვები ჩამოყარეს. ამას მოწმობს მათში აღმოჩენილი ბროშურები, რომლის შესახებაც ინფორმაციას ცნობილი უკრაინელი ბლოგერი, ანტონ პტუშკინი აქვეყნებს.

აღნიშნულ ინფორმაციას სხვა წყაროები არ ადასტურებენ. როგორც kavkazr.com წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არ აკეთებენ კომენტარს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინაში ისინი ძველ ჭურვებს იყენებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც სამშობლო რუსეთის ძალების შეჭრის შემდეგ დატოვეს, ადასტურებენ პტუშკინის მიერ გამოქვეყნებული ბროშურის ავთენტურობას.

  • რა წერია ბროშურაზე?

ბროშურა მიმართულია "ჩეჩნეთის რესპუბლიკი მოქალაქეებისადმი" და იქ შემდეგს ვკითხულობთ:

"გაიძულებენ დაიცვათ ადგილობრივი ფულის მაგნატები, ტერორისტთა ბანდების მეთაურები, მძარცველები და მკვლელები. დაიცვათ ბასაევის, ხატაბის, უდუგოვისა და სხვათა ინტერესები, რომლებიც თავიანთ ბინძურ ფულს თქვენი სისხლით შოულობენ.“

მიმართვას ხელს აწერს "რუსული ჯარების გაერთიანებული ძალების სარდლობა“.

ვენაში კულტურულ ცენტრ "იჩქერიის" ხელმძღვანელი, უსეინ ისხანოვი ამბობს, რომ ასეთი ბროშურები გროზნოში, მის სახლშიც ინახება:

"ასეთი ბროშურები გროზნოში, ჩემს სახლში არქივშიც ინახება. სწორედ ასეთი ბუკლეტები ჩამოყარეს გროზნოში ომის დროს დასახლებებში, საარტილერიო ჭურვებითა და შვეულმფრენებით", - ამბობს უსეინ ისხანოვი.

წყარო: kavkazr.com