ავტორი:

"გიორგი შაქარაშვილის მიმართ ჩადენილ ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებულმა ორმა არასრულწოვნმა ძალადობა აღიარა" - საქმის რა ახალ გარემოებებზე ჰყვება ადვოკატი

"გიორგი შაქარაშვილის მიმართ ჩადენილ ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებულმა ორმა  არასრულწოვნმა ძალადობა აღიარა" - საქმის რა ახალ გარემოებებზე ჰყვება ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობასა და მასში მონაწილეობაში მსჯავრდებული არასრუწლოვნებიდან ორმა პირმა - გიორგი მერებაშვილმა და ლაშა შერმადინმა ძალადობა აღიარეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის ფიგურანტებმა მათსავე სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მცხეთის მაგისტრალზე, როცა იქ "მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მსჯავრდებულები მივიდნენ, შერმადინმა და მერაბიშვილმა ძალადობაში მიიღეს მონაწილეობა.

სწორედ აღნიშნული ჩვენებიდან და საქმეში არსებული ახალი გარემოებიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯვარდებულები პირების ადვოკატებმა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს გიორგი მერაბიშვილი და ლაშა შერმადინი, რის შემდეგაც მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათი მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენეს. როგორც მამულაშვილი განმარტავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო სათათბიროდ გავიდა.

"ცალკე გამოყოფილ საქმეზე მსჯავრდებულებმა - ლაშა შერმადინმა და გიორგი მერაბიშვილმა დაახლოებით, 10 დღის წინ, სასამართლოში განცხადება გააკეთეს, რომ გიორგი შაქარაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდათ და მათ განახორციელეს ძალადობა. მათივე ჩვენებით, "ქემრის“ წასვლის შემდეგ, მათ ფერად შენობასთან გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი დაინახეს. ამის შემდეგ, მოხდა ნებართვების დაშვება, რომ მსჯავრდებულები გამოგვეკითხა, მათი გამოკითხვა მოხდა და ამ ინფორმაციის გამოკითხვის ოქმში ასახვა. დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ ეს პირები მოწმის სახით დაკითხულიყვნენ ამ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოწოდებული ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს ეხება, მათ შორის, თუ რა ვითარებაში მიიღო ის შაქარაშვილმა. სასამართლო სათათბიროდ გავიდა, ასევე იმსჯელა იმ თარიღებზე, თუ როდის შეიძლება დაიკითხონ მერაბიშვილი და შერმადინი.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მათ იძალადეს შაქარაშვილზე და ის დაზიანებები, რომელიც გარდაცვალებამდე ჰქონდა მას მიღებული, შეიძლებოდა ყოფილიყო ამ პირთა მოქმედებების შედეგად. ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ამ 5 მსჯავრდებულის მიერ არ განხორციელებულა ძალადობა. მიუხედავად ახალი ინფორაციისაა, აღნიშული გარემოება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხს არ გვაძლევს, თუმცა პასუხს გვაძლევს შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის შესაძლო მიზეზებზე. მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფრმაციით დგინდება, რომ როდესაც "მერსედესი“ მივიდა მცხეთაში, იმ მომენტში, მერაბიშვილი და შერმადინი ფეხით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაახლოებით - 2 წუთის განმავლობაში ჰქონდათ ხელჩართული მოქმედებები შაქარაშვილთან. ამბობენ, რომ ამ მომენტში ძალადობა მათ განახორციელეს, სხვაზე არ მიუთითებენ, ამ ეტაპზე ჯერი სასამართლოზეა და 16 მაისს გახდება ცნობილი, რამდენად არის დაინტერესებული სააპელაციო სასამართლო საქმეზე ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშარიტების დადგენით, რომელიც არის გარანტი სრულყოფილი, სამართლიანი და ობიქტური მართლმსაჯულების" - აცხადებს მამულაშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაზე მსჯავრდებულები არიან - არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ., და ა.ქ,