ავტორი:

"თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, ისინი მოდიან, მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება, უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება" - ჯო ბაიდენი

"თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, ისინი მოდიან, მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება, უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება" - ჯო ბაიდენი

თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, ისინი მოდიან, მოდიან. მათი მადა ძალაუფლების მიმართ კვლავ იზრდება, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელების წინააღმდეგობის შესახებ საუბრისას ალაბამას შტატში მდებარე იარაღის მწარმოებელ Lockheed Martin ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა.

მედიის ცნობით, აღნიშნულ ქარხანაში ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის რაკეტებს აწარმოებენ, რომლებიც ერთ-ერთია იმ შეიარაღებიდან, რომელსაც ამერიკა უკრაინას აწვდის.

"ჩვენ დავრწმუნდით, რომ უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი ორ თვეზე მეტი ხნის წინ უკრაინაში შეიჭრა, მარტო ჩვენ 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გავუგზავნეთ უკრაინას. ეს არ ითვალისწინებს ჩვენი მოკავშირეების მიერ გაწეულ დახმარებას. ეს ფული პირდაპირი ინვესტიციაა თავად თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.