ავტორი:

ფრედერიკ ბეგბედერი "პალიტრამედიაში" - შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან და მოულოდნელი "შეჭრა" გადაცემა "ნიუსრუმის" პირდაპირ ეთერში

ფრედერიკ ბეგბედერი "პალიტრამედიაში" - შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან და მოულოდნელი "შეჭრა" გადაცემა "ნიუსრუმის" პირდაპირ ეთერში

"პალიტრა L-ის“ მოწვევით საქართველოს ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი სტუმრობს. ჩვენს ქვეყანაში ეს მისი უკვე მეორე ვიზიტია.

ბეგბედერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პალიტრამედიაში იმყოფებოდა, სადაც მედიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, მათთან ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა.

მწერალი "პალიტრას" იმ დროს ესტუმრა, როცა პირდაპირ ეთერში გადაცემა "ნიუსრუმი" მიმდინარეობდა. ბეგბედერი ეთერში "შეიჭრა" და გადაცემის წამყვანსა და სტუმარს მიესალმა.

მან პალიტრა მედია ჰოლდინგის თანამშრომლებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფებიც დაარიგა.

მწერალი დღეს, 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველს შეხვდება, სადაც დასწრება თავისუფალია. მისვლა, საყვარელი მწერლისთვის კითხვის დასმა თუ წიგნზე ავტოგრაფის გამორთმევა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მკითხველთან დაგეგმილ შეხვედრაზე ბეგბედერის ახალი წიგნის, "დამბა ატლანტიკის პირისპირ“ პრეზენტაცია გაიმართება. ის დამსწრე საზოგადოებას წიგნს თავად წარუდგენს.

ბეგბედერის ვიზიტი საქართველოში 6 მაისს დასრულდება.