ავტორი:

გოგონა პოპულარული გიფიდან, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა - კაილია პოსეის ტრაგიკული ამბავი

გოგონა პოპულარული გიფიდან, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა - კაილია პოსეის ტრაგიკული ამბავი

“ბავშვები და ტიარების“ (Toddlers and Tiaras) ვარსკვლავი, კაილია პოსეი 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგონას მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი, მისმა დედამ "ფეისბუქით" გაავრცელა.

"სიტყვები არ მყოფნის და ფიქრიც აღარ შემიძლია. ჩემი ლამაზი გოგონა აღარ არის. გთხოვთ, ნუ შეგვაწუხებთ, სანამ კაილიას დაკარგვას ვგლოვობთ", - წერს გარდაცვლილის დედა.

16 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი მარსი პოსეის არ დაუზუსტებია. Page Six-ის მიხედვით, არსებული ინფორმაციით, გოგონა ავტოავარიაში დაიღუპა, თუმცა ეს ეჭვები ვეგასის პოლიციის განყოფილებამ უარყო და თქვა, რომ ინციდენტის შესახებ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

კაილია პოსეი სატელევიზიო შოუთი "ბავშვები და ტიარები“ გახდა პოპულარული, რომელიც 2012 წელს გადიოდა აშშ-ში. ეს საბავშვო სილამაზის კონკურსი იყო, მაყურებელი შოუს მონაწილეებს და მათ ოჯახებს 2009 წლიდან 2013 წლამდე ადევნებდა თვალს. როცა კაილიამ შოუში მონაწილეობა დაიწყო, ის მხოლოდ 5 წლის იყო.

2012 წლიდან, პოსეის სახეს უკვე ყველა სცნობდა, რაც Gif-ის დამსახურება იყო, რომელშიც გოგონა იცინის. "მე კაილია მქვია და 5 წლინახევრის ვარ“ - ამბობდა ის.

მან პირველ ეპიზოდში ისიც თქვა, რომ კონკურსებში მონაწილეობისას მისი მიზანი გამარჯვება იყო, რადგან ფულის მოგება მოსწონდა. 10 წელი გავიდა, რაც ეს ეპიზოდი გავიდა ტელევიზიაში და მოძრავ ფოტოებს, რომელშიც კაილია იცინის, დღემდე ფართოდ იყენებენ სოციალური მედიის მომხმარებლები.

პოსეი ახლახან "მის ვაშინგტონის" თინეიჯერთა კონკურსში იღებდა მონაწილეობას და ქალაქ ლინდენს წარადგენდა. მას პილოტობა სურდა.

კაილია პოსეის მოულოდნელ გარდაცვალებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და ყველას გაუჭირდა ახალგაზრდა და ყველასთვის საყვარელ გოგონასთან გამომშვიდობება.

წყარო:insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა