ავტორი:

"არ ვიცი, რა სიტყვები გამოვძებნო..." - კახა კალაძე ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახს დატრიალებული ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

"არ ვიცი, რა სიტყვები გამოვძებნო..." -  კახა კალაძე ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახს დატრიალებული ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახს დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

"ჩვენი უახლოესი ადამიანის, ყველასათვის ნაცნობ, საყვარელ, ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ის მომენტია, როდესაც არ ვიცი რა სიტყვები გამოვძებნო. ძალიან დიდი ტრაგედიაა, უბედურება, მინდა ნიკას გამძლეობა ვუსურვო და ოჯახს მივუსამძიმრო“,- აღნიშნა კალაძე.

"ტელეიმედის“ წამყვანის, ნიკოლოზ წულუკიძის 2 წლის შვილი გუშინ მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა.