ავტორი:

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში - დაშავებულია 6 ადამიანი, მათგან 2 არასრულწლოვანია

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში  - დაშავებულია 6 ადამიანი, მათგან 2 არასრულწლოვანია

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას, რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა. ისინი ქობულეთში კლინიკაში “ევექსი” არიან გადაყვანილი. დაშავებულთა შორის ორი არასრულწლოვანია.

წინასწარი ინფორმაციით, ექვსი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რაც შეეხება ბავშვებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.