ავტორი:

"ნატო-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი იარაღით ქვეყანაში ჩავა, განადგურების ლეგიტიმურ სამიზნეა" - შოიგუ

"ნატო-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი იარაღით ქვეყანაში ჩავა, განადგურების ლეგიტიმურ სამიზნეა" - შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთს აქვს ლეგიტიმური უფლება, გაანადგუროს ნატო-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღს ან სხვა აღჭურვილობას ჩაიტანს.

"ნატო-ს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი იარაღით ან აღჭურვილობით ქვეყანაში ჩავა, განადგურების ლეგიტიმურ სამიზნედ განვიხილავთ“, - აღნიშნა შოიგუმ.

მისი თქმით, ნატო და მისი მოკავშირეები უკრაინას იარაღით ავსებენ.