ავტორი:

"რუსეთის ჯარი უკვე "აზოვსტალის" ტერიტორიაზეა... უკრაინის ხელისუფლება კავშირზეა მარიუპოლის დამცველებთან" - რა ინფორმაცია აქვს დავით არახამიას?

"რუსეთის ჯარი უკვე "აზოვსტალის" ტერიტორიაზეა... უკრაინის ხელისუფლება კავშირზეა მარიუპოლის დამცველებთან" - რა ინფორმაცია აქვს დავით არახამიას?

საღამოს მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებას კავშირი აქვს მარიუპოლის დამცველებთან, რომლებიც "აზოვსტალის" ტერიტორიაზე არიან, რუსეთის ჯარი უკვე ქარხნის ტერიტორიაზეა.

ამის შესახებ რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.

"მეორე დღეა ქარხნის შტურმი გრძელდება. რუსეთის ჯარი "აზოვსტალის" ტერიტორიაზე უკვე იმყოფება", - განაცხადა არახამიამ.

Украинская правда-ს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. გამოცემის ცნობით, „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და უკრაინელ მებრძოლებთან ამ დროისთვის კავშირზე გასვლა ვერ ხერხდება.

ნახეთ ვიდეოკადრები: შტურმი "აზოვსტალზე"