ავტორი:

მიზეზები, რომლებიც დაგარწმუნებთ რომ ორგანული კოსმეტიკის გამოყენება აუცილებელია

მიზეზები, რომლებიც დაგარწმუნებთ რომ ორგანული კოსმეტიკის გამოყენება აუცილებელია

ორგანული კოსმეტიკის გამოყენება ის ტრენდია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიჰყვეთ, თუ ეს ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ. არა იმიტომ რომ ის უბრალოდ ტრენდულია ან ცნობილი ადამიანები იყენებენ, არამედ იმიტომ, რომ ის უფრო ეფექტური და უსაფრთხოა კანისთვის, ჯანმრთელობისთვის და ჩვენი დედამიწისთვის. ბოლო პერიოდში ორგანული კოსმეტიკის ხელმისაწვდომობაც იზრდება და საჭიროა, მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილება, რომ მისი გამოყენება დაიწყოთ.

გაგიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ თავის მოვლის რუტინაში ორგანული კოსმეტიკური საშუალებების ჩართვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

განსაკუთრებულად მდიდარი შემადგენლობა

ორგანული კოსმეტიკური საშუალებები განსაკუთრებულად მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებისგანაც ისინი მზადდება, ეფექტურია კანისთვის. მაგალითად, ასეთია ქოქოსის ზეთი, ციტრუსი, კენკრა, გვირილა, შიის კარაქი. სხვადასხვა მცენარისგან დამზადებული პროდუქტები მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რაც თქვენი კანის სრულყოფილ მოვლასა და კვებას უზრუნველყოფს. მათი ხანგრძლივი გამოყენების შედეგად კანი არ გამოშრება, მალე არ დაბერდება და სხვადასხვა პრობლემისგან იქნება დაცული.

უსაფრთხო

ქიმიური დანამატებისგან თავისუფალი პროდუქტები კანისთვის ცალსახად უსაფრთხოა. როდესაც მათ გამოყენებას დაიწყებთ, სწრაფად შეამჩნევთ, რომ კანზე იკლო ალერგიულმა რეაქციამ, გაღიზიანებამ, გამონაყარმა, აკნემ. ამ ყველაფერს უმეტესად სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება იწვევს.

ეკომეგობრული

ორგანული კოსმეტიკის მწარმოებლები უარს ამბობენ ისეთ ინგრედიენტებზე, რომელთა მოპოვება და გამოყენება საზიანოა ეკოსისტემისათვის. ქმნიან ისეთ ფორმულებს, რომლებიც ბუნებას არ აყენებს ზიანს. შეფუთვები უმეტესაც გადამუშავებადია. ორგანული კოსმტიკის ბრენდები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ადამიანების ჯანმრთელობასა და პლანეტის კეთილდღეობას.

უფრო ეფექტური

ორგანული კოსმეტიკური საშუალებების ეფექტს ჩვენს კანზე მალევე დავინახავთ ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. მათ შემადგენლობაში შედის ძლიერი ბიოაქტიური ინგრედიენტები, რომლებიც მოქმედებს უჯრედულ დონეზე, რაც ზრდის მათ ეფექტურობას. ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.

ორგანული პროდუქტების საპირისპიროდ კი არსებობს ქიმიური შემცველობის მქონე კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც უამრავი დასახელების მეტალი და სხვა მავნე ნივთიერებაა. ისინი ღრმად აღწევს კანში და მავნე ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. ამ დროს ყველაზე მარტივი უკუჩვენება - ალერგიული რეაქციაა.

არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ბაზარზე არსებულ კოსმეტიკურ საშუალებებს, მათ შემადგენლობასა და უსაფრთხოებას გააკონტროლებს. ამიტომ მომხმარებელს დიდი ყურადღების გამოჩენა მართებს, რომ არსებულ უამრავ შეთავაზებას შორის სწორი არჩევანი გააკეთოს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება ორგანული კოსმეტიკა, რომელიც მომხმარებელს დამატებითი გართულებებისგან დაიცავს.

ორგანული პროდუქცია ქართულ ბაზარზეც ხელმისაწვდომია და მასზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ბაზრის მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დღეს ქართულ ბაზარზე „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში, ექსკლუზიურად წარმოდგენილი ერთ-ერთი გამორჩეული ორგანული და ნატურალური ბრენდია - „კოსნატური“, რომელიც ძალიან პოპულარულია გერმანიაში. ის ჯერ კიდევ 1980 წლიდან აწარმოებს ორგანულ და ნატურალურ მოვლის საშუალებებს ყველა საჭიროებისთვის. კომპანიის მიზანია, 100%-ით ეფექტური ბუნებრივი კოსმეტიკა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.

ამ ბრენდის პროდუქციის გამოყენებისას ნამდვილად გეცოდინებათ, რომ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ეფექტურად იზრუნებთ. მის შემადგენლობაში ისეთ სასარგებლო ბუნებრივ ინგრედიენტებს შევხვდებით, როგორიცაა, მაგალითად, წყლის შროშანი, ცნობილი მცენარე ჩინურ მედიცინაში, რომელსაც აქვს ლოტუსის ეფექტი. ის ამშვიდებს კანს, იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს სახის ფერს. ასაკსაწინააღმდეგო შრატებში და დამატენიანებლებში „კოსნატური“ ისეთ გამორჩეულ და ეფექტურ ინგრედიენტებს იყენებს, როგორიცაა ორგანული ბროწეულის თესლის ზეთი. მგრძნობიარე და მშრალი სახის კანისათვის გერმანული ბრენდი გვთავაზობს ციტრუსის და ჰამამეელისის ეგზოტიკურ კომბინაციას.

წითელი ხილის, კალენდულას და ვარდის ზეთზე დამზადებული ტუჩის საცხები ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს ტუჩს. „კოსნატურის“ ხელის საცხები ორგანული ზეთების ფორმულაზეა დამზადებული. გულყვითელას, ყაყაჩოს, კანაფის, ავოკადოს და ლაიმის ზეთებს დამატებული შიის კარაქი ხელის კანს ხავერდოვან ეფექტს ანიჭებს.

ტანის მოვლის საშუალებებიდან უნდა გამოვყოთ უნიკალურ ინგრედიენტებზე - ორგანული ჰიბისკუსის ყვავილის ექსტრაქტზე და ატმის კურკის ზეთზე დამზადებული შხაპის ქაფი. ტანის კარაქი მზადდება ციტრუსზე, ტონკას ლობიოს მარცვლებზე, შიის და კაკაოს კარაქზე. მამაკაცის ხაზის პროდუქცია დამზადებულია სვიის ექსტრაქტზე.

სწორედ აღნიშნული ბუნებრივი ინგრედიენტები აქცევს „კოსნატურს“ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ ბრენდად. ზოგადად, ორგანული კოსმეტიკა კი თავის მოვლის საშუალებების ბაზარზე წლიდან წლამდე სულ უფრო დიდ წილს იკავებს. ეს იმას ნიშნავს, მეტი ადამიანი აცნობიერებს ორგანული პროდუქტის უპირატესობებს და არჩევანს მასზე აკეთებს. ორგანული კოსმეტიკა სწორედ ის პროდუქტია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. მათთვის, ვისთვისაც საინტერესოა ორგანული და ნატურალური კოსმეტიკის გამოყენება, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი 11 მაისის ჩათვლით გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას ორგანული და ნატურალური კოსმეტიკის სრულ ასორტიმენტზე.