ავტორი:

ბუბა კიკაბიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ბუბა კიკაბიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

მომღერალმა და პარლამენტარმა ბუბა კიკაბიძემ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გარდაცვალების შემთხვევაში, ამ სირცხვილს საქართველო საუკუნეების განმავლონაში ვერ ჩამოირეცხავს. მომღერალი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და სთხოვს, მესამე პრეზიდენტი ციხიდან გაათავისუფლოს...

ბუბა კიკაბიძე:

"მინდა, ბიძინას ვუთხრა, არ ვიცი სად არის, გამოუშვას მიშა სააკაშვილი იმიტომ, რომ მიზანმიმართულად კლავენ. თუ გამოუშვებს, მაგის შვილიშვილებს ეტყვიან მერე მადლობას. ეს არის ჩემი თხოვნა, "ბაკლანებთან“ ლაპარაკს არ აქვს აზრი, მაგათი დირექტორია ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი. ეგ არის... თუ ჩააკვდათ ხელში, საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს.

ჩვენი სირცხვილი იქნება რამე რომ მოხდეს, ამას ერი ვერ ჩამოირეცხავს რამდენიმე საუკუნე, ისტორიაში შევა ეს ამბავი. ძლივს გაგვიჩნდა ნამდვილი პოლიტიკოსი, ერთი... საავადმყოფოში რომ გადაიყვანონ და ცოტა გამოაცოცხლონ, სხვა არაფერი არ უნდა იმ კაცს... ნუ ეშინიათ. ამათ ეშინიათ მაგისი გაშვება. ქართველებს, მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენი სამშობლო ჩვენი მოსავლელია..."