ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში ვიდეოებს უღებენ, შემდეგ კი აპატიმრებენ ქალებს, რომლებიც ჯინსის და ტანზე მომდგარ შარვლებს იცვამენ

ჩრდილოეთ კორეაში ვიდეოებს უღებენ, შემდეგ კი აპატიმრებენ ქალებს, რომლებიც ჯინსის და ტანზე მომდგარ შარვლებს იცვამენ

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი კვლავ საფრთხედ მიიჩნევს, რომ მის ქვეყანაში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს ჩაცმის დასავლურ ტენდენციებს აჰყვეს და ამ თემას კიდევ ერთხელ უთმობს ყურადღებას.

სოციალისტური პატრიოტული ახალგაზრდული ლიგა, რომელიც კიმ ჩენ ინის პოლიციის როლს ასრულებს, ვიწრო ჯინსებსა და ტანზე კარგად მომდგარ შარვლებში გამოწყობილ 20-30 წლის ქალებს ვიდეოებს უღებენ და შემდეგ ლიგის ფილიალებში მიჰყავთ.

თავისუფლება შეზღუდულ ადამიანებს აიძულებენ, თვითკრიტიკული წერილები დაწერონ და ფიცსაც ადებინებენ, რომ ამგვარ "დანაშაულს" მეორედ აღარ გაიმეორებენ. ყოველივეს ისინი "მოდის დანაშაულს" უწოდებენ.

გარკვეული დროის შემდეგ, მათ ათავისუფლებენ, მაგრამ ვიდეოჩანაწერები მთავრობას რჩება და შეუძლიათ, სხვების დასაშინებლად გამოიყენოთ, რათა მათაც იგივე არ გაიმეორონ. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში, კანონის დამრღვევთა ჩაცმულობა დახასიათებული იყო, როგორც "უხამსი“, ხოლო თავად ამ ქალებს კი "უწმინდური იდეოლოგიის“ მქონენი უწოდეს.

შეღებილი თმა, დასავლური ბრენდების მაისურები და ქურთუკები ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია. ასევე აკრძალულია ნებისმიერი სახის პირსინგები, მათ შორის ცხვირისა და ტუჩის.

წყაროების თქმით, ჩრდილოეთ ჰამგიონგის პროცინციაში ვიდეოლექციები აპრილის დასაწყისიდან დაიწყო. ლექციებზე ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ ჩრდილოეთ კორეული სტილის თმა და ტანსაცმელი დიდ როლს ასრულებს სოციალისტური ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში.

ის ადამიანები, რომლებიც კანონს არღვევენ, "სოციალისტ დამნაშავეებად“ მოიხსენიებიან. კიმ ჩენ ინის დიქტატორული მთავრობის აზრით, ერთიანი მოდის წესის დაცვა "პირდაპირ კავშირშია სამშობლოს მომავალთან“.

წყარო:thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა