ავტორი:

"ამან შეიძლება ჩვენი დედამიწა ორბიტიდან მოსწყვიტოს და არავინ იცის, საით გავფრინდებით“ - ლუკაშენკო ბირთვული ომის საფრთხეზე

"ამან შეიძლება ჩვენი დედამიწა ორბიტიდან მოსწყვიტოს და არავინ იცის, საით გავფრინდებით“ - ლუკაშენკო ბირთვული ომის საფრთხეზე

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ AP-სთან ინტერვიუში ბირთვული ომის საშიშროებაზე დასმულ კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მისთვის რამდენიმე მიზეზის გამოა მიუღებელი.

"მე აბსოლუტურად მიუღებლად, დაუშვებლად მიმაჩნია ბირთვული იარაღის გამოყენება. ჯერ იმიტომ რომ ის ჩვენთან ახლოს არის, აქვე ვართ, ამერიკასავით ოკეანის მიღმა არ ვართ.

ასევე მიუღებელია იმიტომ, რომ ამან შეიძლება ჩვენი დედამიწა ორბიტიდან მოსწყვიტოს და და არავინ იცის საით გავფრინდებით“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.