ავტორი:

მაისის თოვლი ხულოში (ფოტო, ვიდეო)

მაისის თოვლი ხულოში (ფოტო, ვიდეო)

ხულოში გათოვდა... დიახ, 5 მაისს აჭარაში ცხელი დღეების შემდეგ თოვლი მოვიდა, თუმცა საქართველოში გამონაკლისი მხოლოდ შავიზღვისპირეთი არ ყოფილა, გათოვდა ბორჯომშიც. კადრები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ბოლო დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. 4 მაისს დღის ბოლოდან 8 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.