ავტორი:

"განადგურებულები არიან მშობლები... ბიჭები ესპანეთში დიდი გეგმებით წავიდნენ, ბიზნესის დაწყებას გეგმავდნენ" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ძმების ახლობლები?

"განადგურებულები არიან მშობლები... ბიჭები ესპანეთში დიდი გეგმებით წავიდნენ, ბიზნესის დაწყებას გეგმავდნენ" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ძმების ახლობლები?

"4-სართულიან შენობაში მე-3 სართულზე ჰქონდათ ბინა ნაქირავები. პირველ სართულზე ვიღაც თავხედმა ხანძარი გააჩინა. არ ვიცი, გული მოუვიდა თუ რა იყო, რაღაც მიზეზის გამო ხანძარი გააჩინა და დაკვამლიანებამ ჩემი შვილები შეიწირა, დაძინებული შვილები დამეღუპნენ!

საელჩო ჩართულია და, ალბათ, 5-6 დღეში საბუთები მოგვარდება. მიცვალებულებს დანაშაული არაფერი აქვთ გარდა იმისა, რომ შეეწირნენ გაუგებრობას," - ამბობს დაღუპული ძმების დედა, ნესტან ჩარგეიშვილი.

სამტრედიელი ძმების, გიორგი და საბა მატარაძეების ბარსელონაში ტრაგიკულად დაღუპვის ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. ბიჭები ესპანეთში 2 თვის წინ ჩავიდნენ და იქ ბიზნესის დაწყებას გეგმავდნენ, მაგრამ საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ახლა ოჯახი მათი ცხედრების მოლოდინშია. ძალიან უჭირთ ახლობლებს მათზე წარსულში საუბარი. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით...

როგორც მათი ოჯახის ახლობელი "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, ბიჭებს საოცარი ძმობა ჰქონდათ. ისინი ესპანეთში დიდი გეგმებით წავიდნენ. ბარსელონაში მოტოსერვისის გახსნას აპირებდნენ. როგორც ამბობენ, ბიზნესის დასაწყებად ძმებს საქართველოდან თანხაც ჰქონდათ წაღებული. თუმცა ადგილზე ჩასულებმა აღმოაჩინეს, რომ ტურისტული ვიზით შესულებს, ლეგალური სტატუსი არ გააჩნდათ და ამიტომ ბიზნესის რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ. ძმებმა ამ პრობლემის მოგვარების გზებიც მოძებნეს, ფართობიც იქირავეს და ბიზნესიც უნდა დაეწყოთ, მაგრამ მათ ნაქირავებ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა უდანაშაულო ბიჭების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ძმები ბარსელონაში, სანტა კოლომაში ცხოვრობდნენ. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ტრაგედია 4 მაისს, გამთენიას, სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დატრიალდა. მაშველებმა პირველი და მეორე სართულის სადარბაზოში ხანძრის ორი კერა აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, ხანძარს კორპუსში მცხოვრები 3 ადამიანი, მათ შორის, ძმები მატარაძეები ემსხვერპლნენ, მეოთხე დაშავებული კი მძიმე მდგომარეობაშია. სავარაუდოდ, ბიჭები კვამლისგან გაიგუდნენ. როგორც ესპანური პრესა იუწყება, ეს კორპუსი, კონფლიქტური სამეზობლოთი გამოირჩეოდა, მეზობლებს შორის, თურმე, ხშირად იყო ჩხუბი და დაპირისპირება. ამბობენ, სახლის პირველ სართულზე მცხოვრებ კრიმინალური სტატუსის მქონე მამაკაცს არა ერთი მომჩივანი ჰყავდა. ეს მამაკაცი ოჯახთან ერთად ბინაში უნებართვოდ იყო შეჭრილი, რომელსაც, საბოლოოდ, სასამართლოს გზით დაატოვებინეს საცხოვრებელი სახლი.

სავარაუდოდ, განაწყენებულმა, შურისძიების მიზნით, შუაღამისას, როცა შენობაში მყოფებს ეძინათ, ხანძარი გააჩინა. კვამლის შედეგად გარდაცვლილები არიან ძმები მატარაძეები და მეორე სართულზე მცხოვრები ესპანელი ქალი, რომელიც, ასევე, გაიგუდა. დანარჩენები საავადმყოფოში გადაიყვანეს..,წაიკითხეთ სრულად