ავტორი:

"ჩვენ ერთადერთი იმპერია ვართ მსოფლიოში, რომელიც არ გეუბნება უარი თქვა ქართველობაზე ან ნებისმიერ სხვა ეროვნებაზე იმისთვის, რომ გახდე სრულფასოვანი რუსი" - თინა კანდელაკი

"ჩვენ ერთადერთი იმპერია ვართ მსოფლიოში, რომელიც არ გეუბნება უარი თქვა ქართველობაზე ან ნებისმიერ სხვა ეროვნებაზე იმისთვის, რომ გახდე სრულფასოვანი რუსი" - თინა კანდელაკი

პუტინის მეხოტბე თინა კანდელაკი რუსებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს და წერს, რომ რუსეთი ერთადერთი იმპერიაა, რომელიც სხვადასხვა ერის მოსახლეობას საკუთარ ეთნიკურობაზე უარის თქმას არ სთხოვს. ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე კრემლის პროპაგანდისტმა მორიგი მიმართვა "ფეისბუქსის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

"ამერიკელები და ბრიტანელები ვერასოდეს დაამარცხებენ რუსეთს. ჩვენ ერთადერთი იმპერია ვართ მსოფლიოში, რომელიც არ გეუბნება უარი თქვა ქართველობაზე, სომხობაზე, ებრაელობაზე, ქურთობაზე, ტაჯიკობაზე ან ნებისმიერ სხვა ეროვნებაზე იმისთვის, რომ გახდე სრულფასოვანი რუსი.

რუსეთი ამბობს - იყავი ის, რაც ხარ, გახსოვდეს შენი ფესვები, ენა, კულტურა და იცოდე, რომ ჩვენთან ერთად შენ უფრო ძლიერი ხარ. ასე უფრო დიდი შანსია თანამედროვე სამყაროში საკუთარი კულტურა შეინარჩუნო. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გილოცავთ..." - წერს ის.