ავტორი:

ვარშავაში რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს (ვიდეო)

ვარშავაში რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს (ვიდეო)

ვარშავაში რუსეთის ელჩს ანატოლი ანტონოვს წითელი საღებავი შეასხეს იმ დღეს, როდესაც ის წითელი არმიის ჯარისკაცების საფლავს გვირგვინით ამკობდა.

ვრცელდება შესაბამისი ვიდეომასალაც, სადაც ნაჩვენებია, რომ პოლონეთში რუსეთის ელჩი და მისი თანმხლები პირები ადამიანებმა უკრაინული დროშებით წრეში მოაქციეს და სკანდირებენ "ფაშისტებო“.

ცნობისთვის პოლონეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავის ქვეყანაში 3 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.