ავტორი:

უძრავი ქონება, იპოთეკური სესხი და ბრიტანეთში შვილის სწავლის დასაფინანსებლად ბიზნესმენი მამისგან მიღებული საჩუქარი - რა ქონებას ფლობს ნინო წილოსანი?

უძრავი ქონება, იპოთეკური სესხი და ბრიტანეთში შვილის სწავლის დასაფინანსებლად ბიზნესმენი მამისგან მიღებული საჩუქარი - რა ქონებას ფლობს ნინო წილოსანი?

ნინო წილოსანი, მე-10 მოწვევის პარლამენტარი "ქართული ოცნებიდან", საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბოლოს, უკრაინასა და რუსეთზე გაკეთებული განცხადებების გამო მოექცა, დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკეს.

"არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაციაა... ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა", - განაცხადა წილოსანმა, როდესაც უპასუხა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის კითხვას, - ახსენდება თუ არა შემთხვევა, როდესაც "ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პუტინის მისამართით გამოიყენეს ფრაზები: "ვიგინდარა“ ან "სამარცხვინო არსება".

არავისთვისაა უცნობი, რომ ბიზნესმენ ბადრი წილოსანის ქალიშვილი ოფიციალურად მილიონერია. სამი შვილის დედა 2021 წელს ქმარს დაშორდა. იმჟამად მედიასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ შვილების მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვების აღზრდის პროცესში თანაბრად მონაწილეობდნენ. დეპუტატის თქმით, ურთიერთობის დასრულების მიზეზი მისი პოლიტიკური აქტივობა არ გამხდარა, რადგან მიაჩნია, რომ შესაძლებელია ერთდროულად იყო წარმატებული კარიერაში და გყავდეს ბედნიერი ოჯახი.

მშობლებათან ერთად

ნინო წილოსანმა ადრეულ ასაკში შექმნა ოჯახი. 19 წლის იყო, როდესაც ბიზნესმენ ვლადიმერ აბულაძეზე იქორწინა. წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავთ. თემუკა აბულაძე დიდ ბრიტანეთში სწავლობს, ნიკოლოზ აბულაძე კალათბურთელია და უმცროსი, მარიამი კი სკოლის მოსწავლე.

ნინო წილოსანის ყოფილი ქმარი დეპუტატის მიერ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვეღარ მოხვდა, რომლის მიხედვითაც დეპუტატი ფლობს მიწის ნაკვეთს დაბა ურეკში, რომელიც 2009 წელს 40 ათას ლარად შეიძინა.

ასევე თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე 224.7 კვ.მ ბინას, რომელშიც 2014 წელს 250 ათასი ლარი გადაიხადა. წილოსანის მფლობელობაშია 2011 წელს შეძენილი ორი არასაცხოვრებელი ფართიც თბილისში, რომლებში 60 000 და 80 000 ლარი გადაუხდია.

დეპუტატის მფლობელობაშია 2018 წელს 50 ათას ლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა Toyota 200...

დეკლარაციის შევსებისას "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 418 ლარი, "თი-ბი-სი ბანკი" მიმდინარე ანგარიშზე 10 718,8 ლარი. დანაზოგის სახით კი 15 000 ლარი ერიცხებოდა.

ნინო წილოსანი რამდენი შპს-ს მეწილეა. აქედან შპს "მკურნალი 2002 საქართველოდან" 2021 წელს შემოსავლის სახით 59 850 ლარი მიიღო. ორ კომპანიაში, რომელიც ყოფილი მეუღლის სახელზეა გაფორმებული, 25%-ს ფლობს, მაგრამ მათგან შემოსავალი არ მიუღია.

2021 წელს დეპუტატმა პარლამენტში ხელფასის სახით 53 449,92 ლარი მიიღო.

ნინო წილოსანი აქვს იპოთეკური სესხი, 180 ათასი დოლარი, რომელიც 2016 წელს აიღო და 2026 წელს ამთავრებს. გასულ წელს სესხის დასაფარად 26 610,2 დოლარი გადაიხადა.

დეპუტატმა 2021 წელს უძრავი ქონების გაყიდვიდან შემოსავლის სახით 10 ათასი დოლარი მიიღო.

პოლიტიკოსს რამდენიმე ფართი 2017 წლიდან დღემდე იჯარით აქვს გასხვისებული, საიდანაც შემოსავალმა 4333,1 ლარი, 1226,48 დოლარი, 47 623 ლარი და 45 258,28 ლარი შეადგინა.

გასულ წელს, საჩუქრის სახით მამისგან შვილიშვილის სწავლისა და საცხოვრებლის გადასახადისთვის 24 835 გირვანქა სტერლინგი მიიღო.

ნინო წილოსანი შვილების სწავლის გადასახადი შთამბეჭდავია. უფროსი შვილს თემურ აბულაძეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და სწავლობს, გადასახადი და ცხოვრების ხარჯები ბაბუამ დაუფინანსა. რაც შეეხება უმცროს შვილს, მარიამ აბულაძეს, ნინო წილოსანი შვილის სწავლის გადასახადმა 5500 დოლარი შეადგინა. 2021 წელს ნინო წილოსანის სარემონტო სამუშაოებისთვის გაწეულმა ხარჯმა 25 000 დოლარი შეადგინა.