ავტორი:

"მარიუპოლზე ბლოკადის მოხსნის დიპლომატიური გზის პარალელურად, უკრაინელი დამცველები სამხედრო გეგმის მომზადებაზე მუშაობენ" - "აზოვის“ ყოფილი მეთაური

"მარიუპოლზე ბლოკადის მოხსნის დიპლომატიური გზის პარალელურად, უკრაინელი დამცველები სამხედრო გეგმის მომზადებაზე მუშაობენ" -  "აზოვის“ ყოფილი მეთაური

მარიუპოლზე ბლოკადის მოხსნის დიპლომატიური გზის პარალელურად, უკრაინელი დამცველები სამხედრო გეგმის მომზადებაზე მუშაობენ. ეს სამუშაო უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდლობასთან ერთად მიმდინარეობს, - ამის შესახებ "აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა განაცხადა.

მისი შეფასებით, პირველი თვენახევრის განმავლობაში აბსოლუტურად რეალური იყო მარიუპოლის ალყის სამხედრო გზით მოხსნა. ჟორინის განმარტებით, ეს შესაძლებელი იყო შედარებით მცირე ძალებით. მისი ინფორმაციით, მარიუპოლზე ალყის მოსახსნელად ბრძოლის მზაობას ასობით მოხალისე გამოთქვამდა, მიუხედავად მსგავსი ოპერაციის სირთულისა. "აზოვის“ პოლკის ყოფილი მეთაური მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ერთეტაპიანი ოპერაციის განხორციელება ბლოკადის მოსახსნელად უკვე შეუძლებელია.

"თუმცა, დიპლომატიური პროცესის გარდა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროცესი, რათა მომზადდეს სამხედრო ოპერაცია ქალაქზე ბლოკადის მოხსნისთვის. დღეს ის შეიძლება იყოს რამდენიმე ეტაპიანი, თავდაპირველად სხვა ქალაქების გათავისუფლებით და გადაჯგუფებით“,- განაცხადა ჟორინმა.

მან დასძინა, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება, რადგან ჯერ აუცილებელია სამხედრო ტექნიკისა და იარაღის შევსება.

"მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დრო აქვთ მათ, ვინც ახლა თავს აფარებს "აზოვსტალის“ ტერიტორიას. ამიტომ ჩვენ ვემზადებით და ვმუშაობთ ორი მიმართულებით პარალელურად: დიპლომატიური, იმისთვის, რომ მათი გადარჩენა და იქიდან გამოყვანა შევძლოთ, და სამხედრო მიმართულებით - რომელსაც ყველა შემთხვევაში განვახორციელებთ“,- განაცხადა სამხედრომ.