ავტორი:

"თინას თუ ჯოლიზე ერევა გული, მე მასზე მაქვს იგივე გრძნობა... მარტო დამტოვა, როდესაც უმუშევარი ვიყავი" - რუსეთში მომუშავე ქართული წარმომავლობის ჟურნალისტი თინა კანდელაკს უპირისპირდება

"თინას თუ ჯოლიზე ერევა გული, მე მასზე მაქვს იგივე გრძნობა... მარტო დამტოვა, როდესაც უმუშევარი ვიყავი" - რუსეთში მომუშავე ქართული წარმომავლობის ჟურნალისტი თინა კანდელაკს უპირისპირდება

ქართული წარმოშობის რუსეთში მომუშავე სკანდალური ჟურნალისტი ოთარ კუშანაშვილი თიკა კანდელაკს აკრიტიკებს. კუშანაშვილმა გაიხსენა თინა კანდელაკის განცხადება, როდესაც უკრაინაში ანჯელინა ჯოლის სტუმრობის შემდეგ დაწერა, რომ მასზე გული ერეოდა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ იგივე გრძნობა აქვს თინა კანდელაკის მიმართ.

"თინას თუ ჯოლიზე ერევა გული, მე მასზე მაქვს იგივე გრძნობა. მან მარტო დამტოვა, როდესაც უმუშევარი ვიყავი და ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი მქონდა...“ - ამბობს კუშანაშვილი.

ჟურნალისტმა გაიხსენა დრო, როდესაც თინა კანდელაკი სპორტული ტელევიზიის მთელ ფლაგმანს მართავდა, მაგრამ "არ გახსენებია ის ადამიანი, რომელიც თავის დროზე, წინსვლაში დაეხმარა"

როგორც კუშანაშვილი ამბობს, ამ დროს კანდელაკმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ის შიმშილობდა, მაგრამ კანდელაკი არ მისულა მის საშველად.