ავტორი:

"არ ვიცი სააკაშვილის მდგომარეობა დეტალურად, ზოგადად ყველა სახის კვლევისთვის, რაც ესაჭიროება ამ ტიპის პაციენტებს, ჩვენს კლინიკაში შესაბამისი პირობებია" - კლინიკა "ვივამედის” დირექტორი

"არ ვიცი სააკაშვილის მდგომარეობა დეტალურად, ზოგადად ყველა სახის კვლევისთვის, რაც ესაჭიროება ამ ტიპის პაციენტებს, ჩვენს კლინიკაში შესაბამისი პირობებია" - კლინიკა "ვივამედის” დირექტორი

კლინიკა “ვივამედის” დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მისთვის უცნობია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ზოგადად, ყველა სახის კვლევისთვის, რაც ამ ტიპის პაციენტს სჭირდება, კლინიკა “ვივამედში” შესაბამისი პირობები არსებობს. აღნიშნულის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

როგორც მან განმარტა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით კლინიკას არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

"რაც შეეხება კლინიკის მზადყოფნას, თავისთავად კლინიკა 24 საათის განმავლობაში გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერი პაციენტის მისაღებად. მე არ ვიცი მისი მდგომარეობა დეტალურად, ზოგადად ყველა სახის კვლევისთვის, რაც ესაჭიროება ამ ტიპის პაციენტებს, ჩვენს კლინიკაში შესაბამისი პირობები არსებობს”,- განაცხადა ზურა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა.