ავტორი:

ბელარუსი უკრაინის საზღვართან სპეცრაზმს განათავსებს

ბელარუსი უკრაინის საზღვართან სპეცრაზმს განათავსებს

ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვართან სპეცრაზმს განათავსებენ, რადგან "აშშ და მისი მოკავშირეები აგრძელებენ სამხედრო ყოფნის გაზრდას სახელმწიფო საზღვრებზე“, - ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვიქტორ გულევიჩმა განაცხადა.

"ბელარუსის რესპუბლიკის სამხრეთის მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ძალების განლაგება სამი ტაქტიკური მიმართულებით ხდება“, - აღნიშნულია გულევიჩის განცხადებაში.

მისი თქმით, უკრაინელებმა ბელარუსის საზღვართან 20 000 კაციანი ჯარი შექმნეს, რასაც ბელარუსისგან "პასუხი სჭირდება".

"ხმელთაშუა და ბალტიის ზღვების წყლებში საზღვაო და საჰაერო ფრთოსანი რაკეტების გადამტანი ჯგუფის გამოჩენა, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებში საავიაციო ჯგუფის ზრდა მიუთითებს ბელარუსის რესპუბლიკის წინაშე არსებულ მზარდ საფრთხეზე,”- ნათქვამია განცხადებაში.

ვიქტორ გულევიჩის განმარტებით, სწრაფი რეაგირების ძალების შემოწმების მეორე ეტაპის ფარგლებში, დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ოპერატიულ მიმართულებებზე გაიგზავნა ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფები.

"მათ გასაძლიერებლად წინ მიიწევს საჰაერო თავდაცვის, სარაკეტო ძალები და საარტილერიო დანაყოფები, რათა უზრუნველყონ მათი საბრძოლო ფუნქციონირება“, - ნათქვამია განცხადებაში.