ავტორი:

ფლორიდაში თვითმფრინავის პილოტმა გონება დაკარგა და თვითმფრინავი დასვა მგზავრმა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ ემართა ის - რას ჰყვებიან შოკისმომგვრელ შემთხვევაზე

ფლორიდაში თვითმფრინავის პილოტმა გონება დაკარგა და თვითმფრინავი დასვა მგზავრმა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ ემართა ის - რას ჰყვებიან შოკისმომგვრელ შემთხვევაზე

ფლორიდაში, თვითმფრინავის მგზავრმა, რომელსაც თვითმფრინავის მართვის გამოცდილება არ ჰქონია, ის წარმატებით დასვა, მას შემდეგ, რაც პილოტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. შემთხვევა პალმ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლების დახმარებით.

პანიკაში მყოფი მგზავრი საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომლებს დაუკავშირდა:

"სერიოზული სიტუაციაა. პილოტმა გონება დაკარგა, წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ვმართო თვითმფრინავი", - ამბობდა მგზავრი. როცა მას ჰკითხეს თუ სად იმყოფებოდა, მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ ფლორიდის სანაპიროს ხედავდა წინ.

"შეეცადეთ მიჰყვეთ სანაპიროს, თქვენს პოვნას შევეცდებით", - უპასუხეს მგზავრს.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">🛬 &quot;I&#39;ve got a serious situation here,&quot; the passenger said from the cockpit. &quot;My pilot&#39;s gone incoherent. I have no idea how to fly the airplane...&quot; Watch the landing at PBIA after the traffic controller then guided the passenger to a safety. <a href="https://t.co/gLxS88axix">https://t.co/gLxS88axix</a> <a href="https://t.co/Y2UA6QQC4e">pic.twitter.com/Y2UA6QQC4e</a></p>&mdash; WPBF 25 News (@WPBF25News) <a href="https://twitter.com/WPBF25News/status/1524115625144168450?ref_src=twsrc%5Etfw">May 10, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

შესაბამისი სისტემით მგზავრს თვითმფრინავის დაშვებაში დაეხმარნენ და საბოლოოდ, ის პალმ ბიჩიდან ჩრდილოეთით იპოვეს. აქ უკვე საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომლებმა ასწავლეს მამაკაცს, თუ როგორ უნდა დაესვა თვითმფრინავი უსაფრთხოდ.

ავიაციის ექსპერტის, ჯონ ნენსის განცხადებით, ასეთი თვითმფრინავის (Cessna Caravans) გამოუცდელი ადამიანის მიერ დაშვების ამბავი პირველად გაიგო და გაოგნებულია. თვითმფრინავი 14 ადამიანს იტევს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა