ავტორი:

"დასავლეთის სანაპიროზე" "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი მოკლეს

"დასავლეთის სანაპიროზე" "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი მოკლეს

"დასავლეთის სანაპიროზე", ქალაქ ჯენინში "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი, შირინ აბუ აკლე მოკლეს, ის ქალაქში ისრაელის რეიდს აშუქებდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 51 წლის ჟურნალისტს ტყვია თავში მოხვდა და მალევე გარდაიცვალა. დაიჭრა პროდიუსერი ალი ალ-სამუდი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"ალ ჯაზირა" ისრაელის უსაფრთხოების ძალებს მიზანმიმართულ გასროლაში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას მათ აკისრებს. როგორც დაჭრილი ალ სამუდი ამბობს, იმ დროს, ამ მხარეში პალესტინელი შეიარაღებული პირები არ იმყოფებოდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით კი, ისინი "ტერორიზმში ეჭვმიტანილების" დასაკავებლად მოქმედებდნენ და ორივე მხარე, პალესტინელი ეჭვმიტანილებიც და ისრაელის ძალებიც ერთმანეთს ესროდნენ.

ისრაელის არმიამ ოპერაციები "დასავლეთ სანაპიროზე" მას შემდეგ გააძლიერა, რაც ისრაელი სერიული თავდასხმების სამიზნე გახდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა. თავდამსხმელების უმეტესობა ჯენინის რაიონიდან იყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის განცხადების მიხედვით, აბუ აკლეს მკვლელობაში, სავარაუდოდ, შეიარაღებული პალესტინელები უნდა იყვნენ დამნაშავეები:

ჟურნალისტის ცხედართან მყოფი მგლოვიარე ხალხი

იმის მიუხედავად, რომ აბუ აკლეს ეკეთა ჩაფხუტი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, რომელზეც გარკვევით ეწერა "პრესა“, მას მაინც ესროლეს. 51 წლის ჟურნალისტის მოკვლის ამბავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდიც გამოეხმაურა. მან Twitter-ზე დაწერა, რომ მისმა მთავრობამ ისრაელ-პალესტინის ერთობლივი გამოძიების ჩატარების იდეა წამოაყენა და დასძინა: "ჟურნალისტები დაცული უნდა იყვნენ კონფლიქტის ზონებში და ყველას გვაკისრია იმის პასუხისმგებლობა, რომ სიმართლე გავარკვიოთ".

წყარო: cnn.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა