ავტორი:

"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა" - რა დაუბარა კახა ბენდუქიძემ შვილს და რას ნანობს მამის გარდაცვალების შემდეგ ანასტასია?

"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა" - რა დაუბარა კახა ბენდუქიძემ შვილს და რას ნანობს მამის გარდაცვალების შემდეგ ანასტასია?

ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. იმთავითვე გაჩნდა ეჭვები, რომ იგი მდიდარი კაცის შვილობას ფინანსური ინტერესების გამო იბრალებდა და სინამდვილეში კახა ბენდუქიძესთან ნათესაური კავშირი არ ჰქონდა. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.

სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომელზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.

ახლა როგორც თავად ამბობს, არის მამის მიერ დაარსებული "თავისუფალი უნივერსიტეტის" თანადამფუძნებელი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი".

ცნობილი მამის შესახებ ანასტასია ბენდუქიძემ გადაცემაში "ბაიასთან" ისაუბრა.

"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შემი მამა ვარ, ბიოლოგიურიო, შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქირია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.

მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მოსფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი გავხდი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე :

  • გამხდარი უნდა ვიყო
  • ქართული უნდა ვისწავლო
  • უნდა მივიღო უფრო კარგი განათლება
  • უნდა მქონდეს ბიზნესი, რომელიც იქნება ჩემთან ახლოს და რომელიც უნდა განვითარდეს თანდათან
  • უნდა ვიცხოვრო ბედნიერად და ტანჯვის გარეშე გარდავიცვალო", - თქვა გადაცემაში კახა ბენდუქიძის შვილმა.