ავტორი:

"რუსული ძალების გაყვანა ხარკოვის ოლქიდან მდუმარე აღიარებაა იმის, რომ მათ უკრაინის საკვანძო ქალაქების აღება არ შეუძლიათ" - ბრიტანეთის დაზვერვა

"რუსული ძალების გაყვანა ხარკოვის ოლქიდან მდუმარე აღიარებაა იმის, რომ მათ უკრაინის საკვანძო ქალაქების აღება არ შეუძლიათ" - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთს სამხედრო ქვედანაყოფები ხარკოვის ოლქიდან რეორგანიზაციისა და მძიმე დანაკარგების შემდეგ თავისი ძალების შესავსებად გამოჰყავს. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება თავის ყოველდღიურ დაზვერვის ინფორმაციაში საუბრობს.

"უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილოეთით, დაიბრუნეს რა რამდენიმე ქალაქი და სოფელი რუსეთის საზღვრის მიმართულებით. იმ ფაქტმა, რომ რუსეთის ფედერაციამ პრიორიტეტი დონბასს მიანიჭა, ხერკოვის ოლქში დისლოცირებული ქვედანაყოფები უკრაინის მობილური და მაღალი მოტივაციის მქონე კონტრშეტევითი ჯგუფების წინაშე მოწყვლადი გახადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ხარკოვის რეგიონიდან გაყვანილი ძალები, გაძლიერების შემდეგ, სავარაუდოდ მდინარე ჩრდილოეთის დონეცის აღმოსავლეთ ნაპირზე განლაგდებიან და იზიუმის რაიონში რუსეთის ძირითადი ძალების დისლოცირების დასავლეთ ფლანგისა და ოპერაციის მომარაგების მთავარი გზების დამცველ ძალას შექმნიან.

„რუსული ძალების გაყვანა ხარკოვის ოლქიდან მდუმარე აღიარებაა იმის, რომ მათ უკრაინის საკვანძო ქალაქების აღება არ შეუძლიათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.