ავტორი:

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება - როდის ამოქმედდება ცვლილება

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება - როდის ამოქმედდება ცვლილება

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

ევროკავშირში შესაბამისი რეგულაციები მიმდინარე წლის 16 მაისიდან შევა ძალაში.

გადაწყვეტილება ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა მიიღეს.

ინფორმაცია SchengenVisaInfo.com.-ზეა გავრცელებული.

"შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც ჯამში შეესაბამება მთელი ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლებების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით“,- განაცხადა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ კიმ.

მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ავიამიმოსვლის ნორმალიზების კუთხით, როგორც მგზავრებისთვის, ასევე ეკიპაჟის წევრებისთვის. თუმცა მან აღნიშნა, რომ მგზავრები შესაბამისად უნდა მოიქცნენ და პატივი სცენ გარშემომყოფების არჩევანს.

პატრიკ კის თქმით, მგზავრმა, რომელიც აცემინებს და ახველებს, მაინც სასურველია ატაროს ნიღაბი.