ავტორი:

ესპანეთში, ქალებს თვეში ერთხელ, მენსტრუაციის დროს, 3-დღიანი შვებულებით სარგებლობა შეეძლებათ

ესპანეთში, ქალებს თვეში ერთხელ, მენსტრუაციის დროს, 3-დღიანი შვებულებით სარგებლობა შეეძლებათ

ესპანეთში, ქალებს თვეში ერთხელ, მენსტრუაციის დროს, 3-დღიანი შვებულებით სარგებლობა შეეძლებათ. ესპანეთი ამით გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ქალებს მსგავსი რამ შესთავაზა. ანალოგიური წესი არსებობს აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ტაივანში.

ქვეყანაში მომზადდა ახალი კანონპროექტი, რომელსაც ხელისუფლება მომდევნო კვირაში მიიღებს.

კვლევის თანახმად მენსტრუაციის დროს ტკივილი ესპანეთში ქალების 75%-ს აწუხებს და სამედიცინო ენაზე ამას დისმენორეას უწოდებენ, რომელსაც ახასიათებს მუცლის მწვავე ტკივილი, ტავის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ ცხელება.

"როცა ქალს მსგავსი სიმპტომები აწუხებს, მას სახლში დარჩენის უფლება უნდა მივცეთ", - განაცხადა თანასწორობის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა, ანგელა როდრიგესმა.