ავტორი:

ბაჩო საგანელიძე ბუკინგემის სასახლის წვეულებაზე პრინც ჩარლზთან ერთად - ცნობილი მსახიობის მეუღლე ფრაკითა და ცილინდრით (ფოტოები)

ბაჩო საგანელიძე ბუკინგემის სასახლის წვეულებაზე პრინც ჩარლზთან ერთად - ცნობილი მსახიობის მეუღლე ფრაკითა და ცილინდრით (ფოტოები)

2019 წლის შემდეგ პირველად ბუკინგემის სასახლის ეზოში წვეულება გაიმართა, რომელიც დედოფლის საიუბილეო წელს მიეძღვნა. წვეულებას დედოფლის მემკვიდრემ პრინცმა ჩარლზმა, მეუღლე კამილა პარკერთან ერთად უმასპინძლა.

წვეულებას ბრიტანეთში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა და საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. მათ შორის გახლდათ ბაჩო საგანელიძე, ბრიტანეთში საქართველოს ელჩის ერთ-ერთი მოადგილე, ეკონომიკური მიმართულებით.

ფოტოზე: ბაჩო საგანელიძე და სოფიო ქაცარავა

ქართველებმა საღამოზე დრესკოდი დაიცვეს და ოფიციალურ ფორმაში გამოცხადდენ. საგანელიძეს ინგლისელი არისტოკრატების ფავორიტი ფრაკი ეცვა და - მას არც სამეფო ოჯახის სტუმრის მთავარი ატრიბუტი, ქუდი დავიწყებია. ბუკინგემის სასახლის ქართველმა სტუმარმა არჩევანი ცილინდრზე შეაჩერა.

ბაჩო საგანელიძე ცნობილი ქართველი მსახიობის ლელა მებურიშვილის ქმარია. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს და მეუღლის გამგზავრების შემდეგ ლელა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მალე შვილებთან ერთად თავადაც გაემგზავრებოდა დიდ ბრიტანეთში...