ავტორი:

კუნძულ ზმეინისთან რუსულ ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა - სატელიტური ფოტოები, რომელიც სამხედრო გემ Vsevolod Bobrov-ზე თავდასხმას ასახავს

კუნძულ ზმეინისთან რუსულ ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა - სატელიტური ფოტოები, რომელიც სამხედრო გემ  Vsevolod Bobrov-ზე თავდასხმას ასახავს

უკრაინაში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინისთან რუსეთის საზღვაო ძალების ლოჯისტიკური გემი დააზიანეს.

"ჩვენი სამხედრო-საზღვაო მეზღვაურების მოქმედებების წყალობით, ხომალდ Vsevolod Bobrov-ს ცეცხლი გაუჩნდა - ეს არის ერთ-ერთი უახლესი რუსული ფლოტი“, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, სერჰი ბრაჩუკმა განაცხადა.

ამერიკული კერძო კომპანიის, Maxar-ის მიერ თანამგზავრით გადაღებულ ფოტოებში ასახულია კუნძულთან განხორციელებული სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა რუსული "სერნას“ კლასის სამხედრო ხომალდზე.