ავტორი:

"ნაცმოძრაობის“ დაშლა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა, ცოტა ხანში ხვეწნას დაიწყებენ დავიშლებით, ოღონდ გამოუშვითო" - იაგო ხვიჩია

"ნაცმოძრაობის“ დაშლა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა, ცოტა ხანში ხვეწნას დაიწყებენ დავიშლებით, ოღონდ გამოუშვითო" - იაგო ხვიჩია

"ნაცმოძრაობის“ დაშლა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა, ცოტა ხანში ხვეწნას დაიწყებენ დავიშლებით, ოღონდ გამოუშვითო - ეს დროზეა გასაკეთებელი, სანამ ეს ტრენდულია და ადამიანებს ეს აინტერესებს, თორემ "ნაციონალური მოძრაობა“ მაინც დაშლილია და ეს კარტიც არ ექნება ხელში მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ “გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილად აიმედებს მიხეილ სააკაშვილს, რადგან ასეთი პარტია ვერც მას გამოიყვანს ციხიდან და ვერც არჩევნებს მოიგებს.

"ქართული ოცნების“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა“ გამოყენებულია კრივის "გრუშად“. აქამდე თუ ეს შეიძლება სასიამოვნო ყოფილიყო, ახლა, როცა ციხეში ზიხარ უფრო მწარედ გხვდება მუშტები და შველა და დახმარება გჭირდება. მე ამას ვცდილობ, ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების მიღმა, ასევე დგას სოლიდარული დამოკიდებულება პატიმრის მიმართ და ვცდილობ საჯარო სივრცეში გავაჟღერო გზა პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის რეალურად გათავისუფლების შესახებ და არა ის არასერიოზული ქცევები, რაც მის პარტიას ახასიათებს და ტყუილად აიმედებს პატიმარს. მგონია, რომ სწორი რჩევაა "ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ.

ჩემი აზრით, "ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე და "ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გარეშე არის ოქსიმორონი - არც ერთ მათგანს არ შეუძლია გაძლება და როგორც კი ეს ორი ადამიანი გავა ამ თამაშიდან, პარტიის სახელიც არ დარჩება იგივე. ესენი ორივე ერთი და იგივე სტილის პარტიები არიან შინაარსობრივად. შეიძლება ბიძინა ივანიშვილის უფრო ნაკლებად უყვარს ძალადობა და სხვანაირ ფორმებს ირჩევს, მაგრამ შინაარსობრივად ერთი და იგივე პარტიებია. ამომრჩევლებსაც კი ერთი და იგივე უნდათ, უბრალოდ ერთს ბელადად მიშა უნდა და მეორეს - ბიძინა. ჩემი აზრით, რაღაცნაირად ჩვენ ამ პოლიტიკიდან უნდა გავიდეთ, სადაც ის ხალხი კი არ წყვეტს ქვეყნის ბედს, რომელსაც ბელადი უნდა, არამედ ის ხალხი, ვისაც ბელადი არ უნდა, მაგრამ ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს მათი ხელმძღვანელი, მათ ექვემდებარებოდეს და არა ის, რომ ის ბელადივით მათრახს ურტყამდეს და ცხენს აჭენებდეს.

ახლა ხომ ვამბობთ, რომ "ნაცმოძრაობის“ დაშლა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა, ცოტა ხანში ხვეწნას დაიწყებენ დავიშლებით, ოღონდ გამოუშვითო. ეს დროზეა გასაკეთებელი, სანამ ეს ტრენდულია და ადამიანებს ეს აინტერესებს, თორემ "ნაციონალური მოძრაობა“ მაინც დაშლილია და ეს კარტიც არ ექნება ხელში მიხეილ სააკაშვილს. წარმოიდგინეთ როცა ივანიშვილს ელაპარაკები "ნაცმოძრაობას“ დაგიშლი, რომელიც უკვე დაშლილია. პარლამენტში, რომ ნახოთ რა ხდება იქ, ისინი რეალურად დაშლილები არიან, ფაქტი, რაც არსებობს, მოდი ეს ვაღიაროთ. დაშლილია "ნაცმოძრაობა“, არ არსებობს "ნაცმოძრაობა“ - ისინი ბოლომდე არიან დაქსაქსულები და სრულიად დემორალიზებულები და ვერც მიხეილ სააკაშვილს გამოიყვანს ასეთი "ნაცმოძრაობა“ ციხიდან, ვერც არჩევნებს ვერ მოიგებს და ამათ იმედად სულ "ქოცები“ იქნებიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.