ავტორი:

"მე როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას, შუამავლების გარეშე, დიალოგის და არა ულტიმატუმის პირობით" - ზელენსკი

"მე როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას, შუამავლების გარეშე, დიალოგის და არა ულტიმატუმის პირობით" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს და შუამავლების გარეშე ესაუბროს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა იტალიური ტელეკომპანია Rai 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უნდა ჰქონდეს დიალოგის და არა ულტიმატუმის ხასიათი.

"რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს, საკითხი ყოველდღიურად რთულდება. მე პირადად ასე მივიჩნევ, იმიტომ რომ ყოველდღე ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია უკრაინაში და ვხედავ დაცინვის, წამების, დახვრეტის კვალს, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. და სწორედ ამიტომ რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობა“,- განაცხადა ზელენკიმ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინის საზოგადოებას მთელი 8 წლის განმავლობაში სურდა რუსეთის ფედერაციასთან საუბარი.

"ახლა საზოგადოება ამის მიმართ პოზიტიურად არ არის განწყობილი. მე როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას, შუამავლების გარეშე და დიალოგის პირობით, არა ულტიმატუმის“,- განაცხადა ზელენსკიმ.